18:15 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-18 11:13:24, 790 ნახვა

სამხედრო
ორფოლოს პოლიგონზე სამთო მომზადების ზამთრის კურსი მიმდინარეობს

საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ქართველი ინსტრუქტორები ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს ორფოლოს პოლიგონზე მაღალ მთაში საშტატო იარაღიდან სროლის სავარჯიშოებს უტარებენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შუალედურ სამთო მომზადების ზამთრის კურსში, რომელიც ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის (PfP) ფარგლებში მიმდინარეობს, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 14 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული.

ქართველ სამხედროებთან ერთად ლიტვიდან, საფრანგეთიდან და სომხეთიდან მოვლენილი ჯარისკაცები სამთო სროლებს სამი ამოცანის მიხედვით ეუფლებიან. ნეგატიურ, პოზიტიურ და ფერდობიდან ფერდობზე სროლების დროს მათ მზის მდგომარეობის, ზღვის დონიდან სიმაღლის, ქარის მიმართულებისა და სიჩქარის, ასევე ტენიანობის გათვალისწინება უწევთ. სამხედროები მომზადებას დროში სროლაშიც გადიან. მათ 100, 200 და 300 მეტრ დისტანციებზე სამიზნეები 40 ვაზნით 2 წუთის განმავლობაში უნდა დააზიანონ. თითოეული ამოცანის შესრულების დროს თითოეული სამხედრო მოსამსახურის ცოდნა შესაბამისი ქულებით ფასდება. მომზადების ეს ეტაპი კი, საკვალიფიკაციო სროლებით დასრულდება.

შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი სულ ორ ეტაპად განხორციელდება. მომზადების მეორე ეტაპზე სკოლის მსმენელები გუდაურში გაემგზავრებიან, სადაც დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა, თოვლში თხილამურით მარშგადაადგილება, თოვლის თავშესაფრის მოწყობა და ღამის გათენება, ზვავში მოყოლილი დაზარალებულის ძებნა და ევაკუაცია მოუწევთ.

შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი 10 თებერვალს დასრულდება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics