01:39 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-25 21:35:31, 685 ნახვა

სამხედრო
ლელა ჩიქოვანი სამხრეთ-აღმოსავლეთ თავდაცვის მინისტერიალის (SEDM) შეხვედრას დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი სამხრეთ-აღმოსავლეთ თავდაცვის მინისტერიალის (SEDM) შეხვედრას დაესწრო. საიუბილეო, ორგანიზაციის შექმნის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი შეხვედრა იტალიაში, ქ. რომში გაიმართა.

მინისტერიალზე განხილვის მთავარი თემა რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევები, ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეები და მათთან გამკლავების გზები იყო. შეხვედრაზე ორგანიზაციის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა განცხადება მიიღეს, რომელშიც გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ერთობლივი ძალებით შეებრძოლონ ტერორიზმს. „ვადასტურებთ მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისო სამართლის ფარგლებში აღიარებული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებისადმი,“ - აღნიშნულია ორგანიზაციის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.

სამხრეთ-აღმოსავლეთ თავდაცვის მინისტერიალის (SEDM) მორიგი შეხვედრა 2017 წელს საქართველოში გაიმართება. შეხვედრას დაესწრებიან არა მარტო SEDM-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, არამედ დაგეგმილია ნატოს წევრი ქვეყნების - ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლების მოწვევაც.

სამხრეთ-აღმოსავლეთ მინისტერიალის ფარგლებში თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ორმხრივი შეხვედრები გამართა მოლდოვას რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან, იტალიის თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის კრიზისების მართვისა და დაგეგმვის დირექტორატის ხელმძღვანელთან.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics