11:59 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-18 18:10:29, 795 ნახვა

ეკონომიკა
„სმარტი“ ახალ საიმიჯო კამპანიასა და დასაქმების ინოვაციურ პროექტს იწყებს

19 მარტს, 14:00 საათზე საბურთალოზე, ცინცაძის #37-ში მდებარე სუპერმარკეტში „სმარტი“ ახალი საიმიჯო კამპანიისა და დასაქმების ინოვაციური პროექტის პრეზენტაციას მართავს. 

11 სერიისგან შემდგარი ვიდეო რგოლები, რომელიც სხვადასხვა მედია საშუალებებით ვრცელდება, „სმარტის“ თანამშრომლების განსაკუთრებულ უნარებსა და შესაძლებლობებზე ამახვილებს ყურადღებას და „სმარტში“ დასაქმების მსურველებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი თავი გააიგივონ მათთვის საინტერესო პროფესიის პერსონაჟთან, შესაბამისი ვაკანსია შეავსონ „სმარტის“ ფეისბუქ გვერდზე და დასაქმდნენ. წლის ბოლომდე „სმარტი“ სამი სუპერმარკეტის გახსნასა და 500-მდე ადამიანის დასაქმებას გეგმავს. 

„სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის“  სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, რუსთაველის გამზირზე, ვაკეში, საბურთალოზე, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, კახეთის გზატკეცილზე, ბათუმში, გუდაურში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, გორში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics