12:57 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 22:01:17, 3469 ნახვა

კულტურა
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ხვალ ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

ქართული ხალხური რეწვის განვითარებას მდიდარი საუკუნოვანი ტრადიცია გააჩნია. ხელნაკეთი შემოქმედება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია.

შშმ ახალგაზრდები ცნობილი ბიზნესმენების, ბიზნეს-კომპანიებისა და მეწარმეების გვერდით, თანაბარ პირობებში წარსდგებიან და საკუთარ შესაძლებლობებს კიდევ ერთხელ წარმოაჩენენ ფართო საზოგადოების წინაშე. ისინი ორგანიზაციის ბაზაზე არსებული დღის ცენტრისა და ხის სოციალურ საწარმოში - ,,სხივი'' დამზადებულ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს- ხის ნაკეთობებს, სუვენირებს, სასმისებს, ხეზე კვეთის, ტრადიციული ხალხური რეწვის ნიმუშებს: ხელნაკეთ თოჯინებს, თექის აქსესუარებს, დაწნულ კალათებს, ღვინის ბოთლის ჩასადებებს, ქვევრებსა და სხვა პროდუქციას წარადგენენ, რითიც ადგილობრივი წარმოებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას მოახდენენ, როგორც საზოგადოების, ისე მსოფლიოს 15 ქვეყნიდან ჩამოსული უცხოელი სტუმრების წინაშე.

გამოფენა-გაყიდვა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც მსოფლიოს 15 ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება.

გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა კომპანიების მიერ წარმოებული ქართული, ადგილობრივ ბაზარზე დამზადებული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები და ხალხური რეწვის ნამუშევრები.

ღონისძიების დასაწყისი: 10:00 - დასარული 16:00.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics