11:18 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-28 14:22:44, 546 ნახვა

სამხედრო
სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დაიწყო

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში, პარტნიორობა მშვიდობის ფარგლებში (PFP), სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დაიწყო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველებთან ერთად სამთო მომზადებას ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების - საბერძნეთი, ლიტვა, ლატვია, აშშ, თურქეთი, უნგრეთი, ბელორუსია, სომხეთი, აზერბაიჯანი, შვედეთი და უკრაინა - სამხედრო მოსამსახურეები გადიან.

სამი კვირის განმავლობაში კურსში მონაწილე 33 სამხედრო ისეთ სამთო უნარ-ჩვევებს შეისწავლის, როგორიცაა სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესები და ტექნიკური მონაცემები, ორიენტირება ადგილმდებარეობაზე, მარშრუტების დაგეგმვა რუკაზე, გადაადგილება კომპასის და რუკის მეშვეობით მთიან რელიეფზე, დაშავებულის პირველადი დახმარების აღმოჩენა, კოლექტიური გადარჩენა და ევაკუაციის ორგანიზება. სამთო მომზადების განმავლობაში სამხედროები ბუნებრივ და ხელოვნურ კედელზე კლდეზე ცოცვის ხერხებს გაეცნობიან. მათ ფიქსირებულ თოკზე ასვლა, მდინარის გადალახვა, დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა და დაბრკოლებაზე მოწყობილი გადასასვლელის გაცნობა და კლდიდან დაშვება მოუწევთ. ზაფხულის საბაზისო კურსი 2400მ სიმაღლეზე მარშგადაადგილებასა და კარვებში ღამის გათენებასაც მოიცავს.

კურსის დასასრულს სამხედრო მოსამსახურეები კომპლექსურ და ფიზიკურ ტესტებს ჩააბარებენ, რაც ფიქსირებულ თოკზე ასვლას, კვანძებს, კლდეზე ცოცვას, კლდეზე დაშვებასა და გადაადგილება 12 კმ.+1200მ-ზე ასვლას ითვალისწინებს.

ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცემათ. სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი 15 ივლისს დასრულდება.

 

NS





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics