07:21 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-20 16:59:24, 1111 ნახვა

ეკონომიკა
ავტომომსახურების ცენტრი „ვიანორი“ ქსელის განვითარებას განაგრძობს

ავტომომსახურების ცენტრი „ვიანორი“ ქსელის განვითარებას განაგრძობს და თბილისში, დავით გურამიშვილის ქ.#41-ში „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურთან ახალ ობიექტს ხსნის.

ახალგახსნილი მომსახურების ცენტრი „ვიანორის“ 23-ე ობიექტია. წლის ბოლომდე „ვიანორი“ ქსელს რეგიონებისკენაც განავითარებს.

„ავტოტექმომსახურების მსოფლიო ბრენდის - ,,ვიანორის” ქსელის განვითარება საქართველოში დინამიურად გრძელდება, რადგან გვსურს, რომ „ვიანორის“ უმაღლესი ხარისხის მომსახურება და ექსკლუზიური პროდუქტები ხელმისაწვდომი იყოს ყველასათვის. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ „ვიანორის“ ქსელის განვითარება „ვისოლის“ ავტოგასამართ სადურებზე ხდება. „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე დამატებითი მომსახურებების შეთავაზებით ჩვენ გვსურს სრული კომფორტი შევუქმნათ მომხმარებელს.  შესაბამისად, ამიერიდან სანზონაში, გურამიშვილის ქუჩაზე მდებარე „ვისოლის“ სადგურზე მომხმარებელი არა მხოლოდ უმაღლესი ხარისხის საწვავს, არამედ რეცხვით მომსახურებას და ახლა უკვე „ვიანორის“ ევროპული სტანდარტების პროდუქტებსა და მომსახურებას მიიღებს“, - აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

დღესდღეობით “ვიანორ ჯორჯია” ავტომომსახურების ცენტრების ყველაზე ფართო ქსელის მფლობელია საქართველოში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის „ტოტალის“, „ფინას“, “შევრონ-ტექსაკოსა“ და „ეკოს“ საავტომობილო ზეთებს, „ნოკიანისა“ და „პირელის“ ბრენდის საბურავებს, „პანასონიკის“ აკუმულატორებს, „ფრამის“ საავტომობილო ფილტრებს, „ვალეოს’’ საავტომობილო პროდუქტებს და სხვა ავტო აქსესუარებს. “ვიანორის” სერვის ცენტრები მომხმარებელს ვულკანიზაციისა და ბალანსირების სრული მომსახურებით უზრუნველყოფს.

“ვისოლ ჯგუფმა” ავტოტექმომსახურების მსოფლიო ბრენდის - ,,ვიანორისაგან” საქართველოში ქსელის განვითარების ექსკლუზიური უფლება 2012 წელს მოიპოვა და მის მფლობელობაში უკვე არსებული „ვისოლ ავტო ექსპრესის“ ქსელის რებრენდინგი დაიწყო. “ვიანორი”  Nokian Tyres-ის  ჯგუფის წევრია, რომელიც მსოფლიოს 24 ქვეყანაში 1000-ზე მეტ ავტომომსახურების ცენტრს ფლობს. 

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics