2016-06-06 11:35:39, 943 ნახვა
ეკონომიკა
თბილისის მერია ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს-ფორუმზე რამდენიმე პროექტს წარადგენს
დღეს ფორუმზე ვისაუბრებთ ზოგადად ბიზნეს გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებზე და ასევე საინვესტიციო აქტივობებზე, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საქართველო-ყაზახეთის ბიზნესფორუმის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მერის თქმით, ფორუმზე რამდენიმე პროექტი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის მრავალსართულიანი სასტუმროების მშენებლობის პროექტებსაც მოიცავს.
„ეს პროექტები თბილისის მერიის მხირან უკვე დამზადებულია და ინვესტორთა დაინტერესება საკმაოდ მაღალია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ცნობისთვის, სასტუმრო „რედისონში“ ყაზახეთი-საქართველოს ბიზნესფორუმი მიმდინარეობს, რომელსაც უმსხვილესი ყაზახი ბიზნესმენები ესწრებიან.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან