2016-05-20 12:25:56, 881 ნახვა
ეკონომიკა
ხადური: ლარი ახალი წონასწორული წერტილისკენ მიისწრაფვის
ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, ლარი ახალი წონასწორული წერტილისკენ მიისწრაფვის და შესაბამის პოლიტიკას ეროვნული ბანკი ახორციელებს.
ხადურის თქმით, ფსიქოლოგიურად ჩამოყალიბებულია სწორი მოლოდინები, რომ ლარი სტაბილური ვალუტაა.
„ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს, მიმდინარე წლის დასაწყისში ვსაუბრობდით, რომ მაკროეკონომიკური გარემო არის სასიკეთოდ შეცვლილი და აუცილებლად დაიწყებოდა ლარის კურსის გამყარება. თქვენ ხედავთ, რომ ეს ასეა. გარემო აშკარად შეცვლილია, მათ შორის შემოდინებების თვალსაზრისით. ფსიქოლოგიურად ჩამოყალიბებულია აბსოლუტურად სწორი მოლოდინები, რომ ლარი სტაბილური ვალუტაა. ლარი მიისწრაფვის ახალი წონასწორული სტაბილურობისაკენ“, - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან