2016-05-16 18:08:14, 846 ნახვა
ეკონომიკა
სარფის მებაჟე ოფიცრებმა მედიკამენტების უკანონო შემოტანის მცდელობა გამოავლინეს
განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული მედიკამენტის შემოტანის მცდელობა გამოავლინეს 13 მაისს საბაჟო გამშვები პუნქტის, „სარფის“, მებაჟე ოფიცრებმა.
ავტომობილში, რომელსაც აზერბაიჯანისმოქალაქეე.მ. მართავდა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, მათ 1582 კოლოფი სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 15844,58 ლარი.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან