2016-05-16 16:49:29, 806 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.2003 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.2068 ლარად იყოს შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0065 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ოფიციალური კურსით, 1 ევრო ხვალ, 2.4903 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.5038 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0135 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან