2016-05-10 17:00:19, 838 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.2126 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.2134 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ოფიციალური კურსით, 1 ევრო ხვალ, 2.5177 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.5270 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0093 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან