2016-05-06 13:41:05, 802 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური ვარაუდობს, რომ ლარი გამყარდება
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური იმედს გამოთქვამს რომ 2016 წელს ეკონომიკური ზრდა საქართველოში 3%-ზე მაღალი იქნება.
როგორც ფინანსთა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, იანვრის მაჩვენებელი შედარებით სუსტი იყო.
„თებერვალსა და მარტში ეკონომიკური ზრდა იანვართან შედარებით საკმაოდ მაღალი იყო. მარტში სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 3.4%-იანი მაჩვენებელი გამოაქვეყნა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეკონომიკური ზრდა 3%-ზე მაღალი იქნება“, - განაცხადა ხადურმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა ფინანსთა მინისტრს ლარის სამომავლო გამყარებასთან პროგნოზი, ნოდარ ხადურმა აღნიშნა, რომ ის პროგნოზის გაკეთებას არ აპირებს, თუმცა ვარაუდობს რომ ლარი გამყარდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან