|
2016-04-27 21:22:04, 693 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერ-მინისტრი საინვესტიციო ფონდებსა და ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და საინვესტიციო პოტენციალი განიხილეს შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების საინვესტიციო ფონდებისა და ბანკების წარმომადგენლებთან და პოტენციურ ინვესტორებთან გამართა. გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმების შესახებ ესაუბრა და სამომავლო გეგმები გააცნო. მისი თქმით, აღნიშნული რეფორმები მიმართულია კიდევ უფრო მიმზიდველი სამეწარმეო გარემოს ჩამოყალიბებისკენ, რაც უცხოური ინვესტიციების შემოდინების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის, ეკონომიკის ყველა დარგში სამეწარმეო აქტივობის ზრდისა და ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების საფუძველს წარმოადგენს. გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესმენებს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა წარუდგინა, რომელიც საგადასახადო სისტემის შემდგომ ლიბერალიზაციას, გადასახადების ადმინისტრირების მეთოდების ძირეულ ცვლილებებს, განათლების სისტემის რეფორმას, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების სტრატეგიასა და ღია, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფას გულისხმობს. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და აშშ-ს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხებზე და ამ მიმართულებით არსებული პოტენციალის გამოყენების აუცილებლობაზე. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით საქართველომ დამოუკიდებლობის 25 წლის მანძილზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები დაამყარა. მანვე ხაზი გაუსვა მომდევნო 25 წლის განმავლობაში ახალი სტრატეგიული თანამშრომლობის ჩამოყალიბების მნიშვნელობას. სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პრემიერმა შეხვედრის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა. ჩიკაგოში, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ორგანიზებით გამართულ შეხვედრას საქართველოს დელეგაციის წევრები, რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი, საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა და ქართული ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)