20:10 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-27 18:53:56, 720 ნახვა

ეკონომიკა
რუსეთმა საქართველოდან მანდარინის დიდი პარტიის შეტანა აღკვეთა

რუსეთმა საქართველოდან მანდარინის დიდი პარტიის შეტანა აღკვეთა, - ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

მედიის ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი იყო ის, რომ 107 ტონა მანდარინიდან დაახლოებით 40 ტონა - თურქული ხილი იყო, რომელზეც რუსეთში სანქციები მოქმედებს.

მანდარინის პარტია საქართველოს ფოთის პორტიდან შემოვიდა. საქონლის გამგზავნად დასახელებულ იყო ქართული ფირმა, ფიტოსანიტარული სერტიფიკატები საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ იყო გაცემული. შემოწმების დროს გამოვლინდა, რომ 40 ტონამდე მანდარინი თურქული იყო, დანარჩენი იყო აფხაზეთსა და საქართველოში მოყვანილი.

რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ინფორმაციით, შემოწმების შემდეგ მანდარინის პარტია საქართველოში გაგზავნეს, ხოლო გადამზიდის წინააღმდეგ აღძრულია საქმე საქონლის შეტანაზე დაწესებული შეზღუდვების ან აკრძალვის დარღვევის მუხლით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics