18:19 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-27 14:59:00, 773 ნახვა

ეკონომიკა
კობა გვენეტაძე: სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს, ვის დაევალება ონლაინ სესხების დარეგულირება

სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს თუ ვის დაევალება ონლაინ სესხების დარეგულირება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ონალინ სესხების საკითხი ის თემაა, რომელსაც დიდი დრო უნდა დაეთმოს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი განმარტავს, რომ კერძო კომპანიები რომლებიც ონლაინ სესხებს გასცემენ ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაში არ შედიან.

„ჩვენ ამ საკითხებს მომხმარებელთა დაცვის კუთხით ვუყურებთ. ზოგადად რომ ვისაუბროთ სესხის აღებამ მსესხებლის ეკონომიკური მდგომარეობა არ უნდა გააუარესოს. მსესხებელს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ ყველა ის რისკი და ხარჯი, რომელიც დაკავშირებული იქნება სესხის მიღებასთან შეაფასოს“, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ონლაინ სესხების დიდხნიანი გამოცდილება ბალტიისპირეთის ქვეყნებს გააჩნიათ და ეროვნული ბანკი მათ გამოცდილებას და ცვლილებებს მკაცრად აკვირდება.

„ვფიქრობ ეს საკითხი მისახედია მას შემდეგ რაც გადაწყდება თუ ვინ მოაგვარებს ამ საკითხის რეგულირებას უკვე მოხდება იმ ღონისძიებების შემუშავება რაც მომხმარებელთა დაცვის მიზნით შეეცდება სავალალო შედეგების გამორიცხვას“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics