|
2016-04-15 15:25:00, 743 ნახვა
ეკონომიკა
„ვითიბი ბანკმა“ 11,5 მილიონი ლარის აგრო სესხი გასცა
2016 წლის პირველი კვარტლის შედეგებით, „ვითიბი ბანკმა“ 446 აგრო კრედიტი გასცა, ჯამურმა თანხამ 11,5 მილიონი ლარი შეადგინა. ბანკის ინფორმაციით, აქედან შეღავათიანი აგრო კრედიტის პროგრამის ფარგლებში 4,7 მილიონი ლარის სესხია გაცემული. შეღავათიანი აგრო სესხები ახალი საწარმოების შექმნას და სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების ძირითადი საშუალებების დაფინანსებას ითვალისწინებენ. პირველ კვარტალში ვითიბი ბანკის აგრო სესხების პორტფელის ზრდამ 10% შეადგინა. შეღავათიანი აგრო კრედიტის პროექტი 2013 წლის გაზაფხულიდან ამოქმედდა. „ვითიბი ბანკი“ პირველი დღიდან აქტიურად ჩაერთო და სესხებს ყველა არსებული კომპონენტის ფარგლებში გასცემს. დაფინანსებულ სექტორებს შორისაა: მემცენარეობა, მევენახეობა, მეცხოველეობა, მეფრინველეობა, სასათბურე მეურნეობები, სასაწყობე და სამაცივრე მეურნეობების მოწყობა, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების მოწყობა და ა.შ.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)