09:26 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-06 17:20:38, 836 ნახვა

ეკონომიკა
ქუთაისში საქართველო-ლატვიის ეკონომიკური ფორუმი გაიმართება

7 აპრილს, ქუთაისში, საქართველო-ლატვიის რეგიონული ეკონომიკური ფორუმი გაიმართება.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ბიზნეს ფორუმს გახსნიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ჯალაღანია, იმერეთის გუბერნატორი, გივი ჭიჭინაძე, ქ. ჯელგავას მუნიციპალიტეტის მერი, ანდრის რავინსი და ლატვიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ელიტა გაველე.

ბიზნეს ფორუმზე ლატვიის წარმომადგენლები თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ ქართულ მხარეს სოფლის მეურნეობის, ეკოლოგიური საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და მრეწველობის სფეროებში.

როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, ლატვიის ბიზნეს წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტი მიზნად ისახავს ორი რეგიონის მუნიციპალიტეტების  დამეგობრებასა და ბიზნეს ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

ცნობისთვის, საქართველო-ლატვიის რეგიონული ეკონომიკური ფორუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ლატვიაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics