13:32 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-21 13:39:09, 3525 ნახვა

საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი: ვფიქრობ, პატრიარქის წმინდანად შერაცხვის საკითხი სინოდის პირველივე სხდომაზე უნდა დადგეს

მე ვფიქრობ, რომ პატრიარქის წმინდანად შერაცხვის საკითხი სინოდის პირველივე სხდომაზე უნდა დადგეს - ამის შესახებ მედიასთან, ახალქალაქის, კარის და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა.

მისი თქმით, პატრიარქის წმინდანად შერაცხვას მის გარდა სხვა სასულიერო პირებიც ემხრობიან და ამ საკითხს სინოდის სხდომაზე აუცილებლად დააყენებენ. 

კანონიზაციის 7 ნიშანი არსებობს, რომლის მიხედვითაც ხდება ადამიანის წმინდანად შერაცხვა. ერთ-ერთი მთავარი ნიშანი არის საყოველთაო თაყვანისცემა. აი ამაზე მეტი საყოველთაო თაყვანისცემა მე ვერც წარმოდმიგენია. დანარჩენი ყველა ნიშანს აკმაყოფილებს პატრიარქი. ცხოვრებაში სასწაულებთქმედებდა და ამას  უამრავი ადამიანი ადასტურებს. განსაკუთრებული სიწმინდით ცხოვრობდა და ამას ყველანი ვადასტურებთ, ვინც მასთან შეხებაში იყო. მე ვფიქრობ, რომ სინოდის პირველივე სხდომაზე უნდა დადგეს მისი წმინდანად შერაცხვის, მე პირადად ამის მომხრე ვარ. იყო ასეთი შემთხვევები ეკლესისი ისტორიაში, როცა გარდაიცვლებოდა წმინდანი, მას მაშინვე შერაცხავდნენ წმინდანად. ვინ იქნება წინააღმდეგი? არმგონია, რამე არგუმენტი იყოს ამის... ასეთი აზრით არსებობს, ვინც იცნობდა ამ წმინდანს, სანამ ცოცხალია, მანამდე არ ირაცხება წმინდანად, დაახლოებით 50 წელი და მე ეს არგუმენტი გამოვთვქი მამა გაბრიელის წმინდანად შერაცხვისას, მაგრამ პატრიარქმა აიღო თავსი თავზე და ეს წესი დაარღვია. წესი კი არ დაირღვა, გამონაკლისი დაუშვა და მე ვფიქრობ, რომ თუ ვინმეზე უნდა გაკეთდეს გამონაკლისი, ჩვენი პატრიარქია. მე პირადად ვაპირებ ამ საკითხის დაყენებას, მაგრამ როგორ იმსჯელებენ, მაგას მე ვერ გეტყვით. თანამოაზრეები რა თქმა უნდა მყავს, რას ლაპარაკობთ", - ამბობს მეუფე ნიკოლოზი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics