11:19 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-02 18:32:56, 411 ნახვა

პოლიტიკა
Amnesty International გრანტების კანონზე: დამაზიანებელია, მიუთითებს ავტორიტარული პრაქტიკის გაფართოებაზე

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია AMNESTY INTERNATIONAL ეხმაურება „გრანტების შესახებ“ და თანმდევ კანონპროექტებში ინიციირებულ ცვლილებებს, რომლებიც აფართოებს გრანტის მცნებას და უნებართვო გრანტის მიღებისთვის სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას აწერებს.

„გრანტების შესახებ კანონში მთავრობის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები ძალიან დამაზიანებელია და მიუთითებს საქართველოში ავტორიტარული პრაქტიკის შემდგომ გაფართოებაზე, რათა გააჩუმოს, კრიმინალიზაცია გაუკეთოს განსხვავებულ აზრს და ძალაუფლება განამტკიცოს. ცვლილებები მნიშვნელოვნად აფართოებს გრანტის განმარტებას და მოიცავს ნებისმიერ უცხოურ დაფინანსებას ან ნატურით მხარდაჭერას პრაქტიკულად ყველაფრისთვის, რასაც მთავრობა არ ამტკიცებს — პოლიტიკური აქტივიზმიდან დაწყებული, ანალიტიკური მუშაობითა და ექსპერტების რჩევებით დამთავრებული“, - განაცხადა „ამნესტი ინტერნეშენალის“ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილე დენის კრივოშეევმა.

მისი თქმით, ეს არის დაუფარავი მცდელობა, საქართველოში კრიმინალიზაცია მოახდინონ პრაქტიკულად ყველაფრისა, რაც დაკავშირებულია დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებასთან, პოლიტიკურ ოპოზიციასთან და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობასთან მთავრობის კონტროლის მიღმა.

„უცხოური დაფინანსების, ანაზღაურების ან ნატურით უზრუნველყოფილი მხარდაჭერის მოძიება, გამოყენება და მიღება სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირების ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს და საერთაშორისო სამართლით დაცული უფლებაა. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააუქმოს ეს საკანონმდებლო წინადადებები და ქვეყნის კანონმდებლობა სრულად შეუსაბამოს მის საერთაშორისო ადამიანის უფლებების ვალდებულებებს, მათ შორის გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებს“, — დასძინა კრივოშეევმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics