11:20 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-30 12:41:20, 417 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - გვაინტერესებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებისგან, აფინანსებდნენ თუ არა თაღლითურ სქემას ევროპული ფულით, ყალბ ენჯეოებს

გვაინტერესებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებისგან, აფინანსებდნენ თუ არა თაღლითურ სქემას ევროპული ფულით, ყალბ „ენჯეოებს“ იყენებდნენ თუ არა იმისთვის, რომ გვერდი აეარათ საქართველოს კანონმდებლობისთვის და შემოეტანათ პოლიტიკური ფული? – ამის შესახებ ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, უცხოურ ფულს საქართველოს პოლიტიკაში არაფერი ესაქმება, რადგან ეს არის ზუსტად ის, რაც არღვევს საერთაშორისო სამართლის წესრიგს და ძირს უთხრის, მათ შორის, ევროკავშირის რეპუტაციას.

„საუბრობდა ევროკომისარი კოსი, რომ ეძებენ გზებს, კანონის გვერდის ავლით როგორ მიაწოდონ თანხები თავიანთ „ენჯეოებს“. ეს არის ზუსტად ის გზები, რასაც ეძებენ, ზოგი ნაპოვნი ჰქონდათ, ზოგ ახალ სქემებს კი ალაგებენ. ხაზგასმით ვიტყვი, ეს არის საერთაშორისო თაღლითური სქემა საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით საქართველოში პოლიტიკის დაფინანსების და საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის მცდელობისა. ეს არის დღეს ფაქტი. ვხედავთ, როგორ არის ამაში ჩართული ევროპის სხვადასხვა სტრუქტურა და როგორ ხდება ამ ყველაფრის ხელშეწყობა. ერთ-ერთ ხუხულაში, სადაც ფაქტია, რომ იქ არანაირი ოფისი არ არის, ყალბი „ენჯეოები“ რეგისტრირდებიან, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ ესტონეთში არაკომერციულ საქმიანობასთან. ამ ყალბი „ენჯეოების“ დანიშნულება არის, იყვნენ ფულის გამტარი საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics