14:46 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-29 12:46:58, 462 ნახვა

პოლიტიკა
კაია კალასი - ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოში ადამიანის უფლებებს და პრესის თავისუფლებას

კაია კალასი ევროსკოპის შეკითხვაზე ოცნების ახალ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, აცხადებს, რომ დღეს ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ამ საკითხს წამოჭრიან.

" ველი რომ მინისტრები წამოჭრიან ამ საკითხს, როგორც ამას ვაკეთებდით ადრეც, ვინაიდან ჩვენ მხარს ვუჭერთ ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ უფლებებს. პრესის თავისუფლებაც მათ შორისაა. ასე რომ ნამდვილად გადავდგამთ ნაბიჯებს იმ ხალხის მიმართ, ვინც ამას აკეთებს." - აცხადებს კალასი.

გუშინ "ქართულმა ოცნებამ" რამდენიმე ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა. მათ შორის, გაამკაცრა გრანტების შესახებ კანონი და წესდებაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესაძლებლობის შეტანაც დააანონსა. მათივე ინიციატივით, პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში აეკრძალება მას, ვინც უცხოეთისგან დაფინანსებულ ორგანიზაციაში მუშაობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics