00:05 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-01 12:29:32, 1027 ნახვა

საზოგადოება
დღეიდან, პენსია 20 ლარით გაიზრდება

2026 წლის 1-ელი იანვრიდან ასაკობრივი პენსია გაიზარდა. ცვლილება გათვალისწინებული იყო 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში, რომელიც უკვე ამოქმედდა.

კერძოდ, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 45 ლარით გაიზარდა და 495 ლარს შეადგენს. მაღალმთიან დასახლებებში ამავე კატეგორიის პენსიონერები უკვე თითქმის 594 ლარს იღებენ.

70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით გაიზარდა და 370 ლარით განისაზღვრა, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში - 444 ლარია.

პენსიასთან ერთად, გაიზარდა სოციალური გასაცემელიც:

  • მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური დახმარება 45 ლარით გაიზარდა;
  • დანარჩენი კატეგორიის შშმ პირების სოციალური გასაცემელი 20 ლარით გაიზარდა.

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, 2026 წელს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს ბიუჯეტი 800 მლნ ლარზე მეტით არის გაზრდილი.

ცნობისთვის, 2025 წელს 70 წლამდე პირთა პენსია 350 ლარს შეადგენდა (მაღალმთიან დასახლებებში - 420 ლარი), ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერები 450 ლარს იღებდნენ, მაღალმთიან რეგიონებში კი - დაახლოებით 540 ლარს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics