10:27 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-18 18:45:21, 11394 ნახვა

პოლიტიკა
ზელენსკი: თუ რუსეთი კვლავ მოვა აგრესიით, როგორ იმუშავებს უსაფრთხოების გარანტიები? ამაზე პასუხი გვჭირდება

ჯერ არ შემიძლია პასუხის მიღება, თუ როგორ იმუშავებს აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიები რუსეთის აგრესიის შემთხვევაში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„არის კითხვა, რომელზეც ჯერჯერობით არ შემიძლია პასუხის მიღება. არ შემიძლია - ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს არ სურს, უბრალოდ მანამდე ვერ მივედით…

როდესაც გაქვს არა ნატო, არამედ როგორც ნატო, გაქვს უსაფრთხოების გარანტიები, როგორც ნატო-ს. ვიღაც ამბობს, შეიძლება ეს უკეთესიცაა. არ ვიცი, შეფასებაში არ შევდივარ. მხოლოდ ერთ რამეს ვაფასებ - პასუხს კითხვებზე, რას გააკეთებს აშშ, თუ რუსეთი კვლავ მოვა აგრესიით? რას გააკეთებს უსაფრთხოების ეს გარანტიები, როგორ იმუშავებს ეს, როგორ იმუშავებს ყველა პარტნიორი, რანაირად? რა ძალით გააჩერებენ მოსკოვს? კონკრეტულად...

მიმაჩნია, რომ ამაზე უნდა მივიღოთ პასუხი. დაე, არ იყოს საჭირო, მაგრამ დაფიქსირებული იყოს რაღაც დოკუმენტებში", - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics