17:15 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-14 21:26:51, 12437 ნახვა

პოლიტიკა
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ახალი თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება. კენჭისყრის შედეგად ახალი თავმჯდომარე დღეს ვერ აირჩიეს. კენჭისყრაში 2700-ზე მეტმა ადვოკატმა მიიღო მონაწილეობა. მეორე ტურში გადასულმა ირაკლი ყანდაშვილმა 1283 ხმა მიიღო, ხოლო ირაკლი ჩომახაშვილმა - 1109 ხმა.

ხმის მიცემის პროცესი 19:00 საათზე დასრულდა.

კანონმდებლობის შესაბამისად, არაუგვიანეს 14 დღის ვადაში მეორე ტური უნდა გაიმართოს.

როგორც ადვოკატთა ასოციაციას შეეფერება, ჩატარდება მეორე ტური და დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, არჩევნების მეორე ტურში გასულმა ირაკლი ყანდაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მან მეორე ტურში გასულ ირაკლი ჩომახაშვილს შედეგები მიულოცა.

„არჩევნებში ადვოკატებმა ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ. ამ ეტაპზე თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით მეორე ტური არის. რაც შეეხება, საბჭოს, აღმასრულებელ და ეთიკის კომისიას, იქ უკვე შედეგები ცნობილია.

მოხარული ვარ, რომ ჩემი თანამოაზრეების უმრავლესობა არის ამ ორგანოებში, თუმცა ჩვენ ყველანი ერთი დიდი ოჯახის წევრები ვართ. ვულოცავ მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს, მეორე ტური დაინიშნა. როგორც ადვოკატთა ასოციაციას შეეფერება, ჩატარდება მეორე ტური და დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას",-განაცხადა ირაკლი ყანდაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics