00:44 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-28 20:59:44, 2893 ნახვა

პოლიტიკა
ავიაციის სააგენტო: ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ გახსნილი აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ფრენა არ შესრულებულა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, რომ შეცდომაა www.flightradar24.com-ზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის 28 ნოემბერს ავიაკომპანია „აზიმუტმა“ რეისი შეასრულა სოხუმიდან თბილისის მიმართულებით.

„ეს არის www.flightradar24.com-ზე შეცდომით დაფიქსირებული მონაცემები და გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 28 ნოემბერს ფრენა შესრულდა მინვოდიდან თბილისის მიმართულებით (AZO6153) ავიაკომპანია Azimuth-ის მიერ.

აღნიშნული რეისი წარმოადგენს მრავალჯერად, არარეგულარულ რეისს, რომელიც მინვოდი – თბილისი – მინვოდის საჰაერო ხაზზე სრულდება შესაბამისი ნებართვის საფუძველზე. აღნიშნულ ფრენასთან დაკავშირებული დეტალები, რეისის ნომერი, საჰაერო ხომალდის სარეგისტრაციო ნომერი და სხვა მონაცემები ასახულია ფრენის გეგმაში“,- ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტოში აცხადებენ, რომ „ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ გახსნილი აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ფრენა არ შესრულებულა.“

„სოხუმის აეროპორტიდან, რომელიც ქართული მხარის მიერ დაკეტილია 1993 წლიდან, ფრენების განხორციელება წარმოადგენს როგორც საერთაშორისო საავიაციო ნორმების, ისე საქართველოს კანონმდებლობის (კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ) უხეშ დარღვევას.

სოხუმის აეროპორტი არ არის სერტიფიცირებული საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ. საჰაერო მიმოსვლის განხორციელება უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატის არმქონე აეროპორტიდან, გარდა იმისა, რომ წარმოადგენს კანონმდებლობის დარღვევას, საფრთხეს უქმნის საავიაციო და მგზავრთა უსაფრთხოებას. შესაბამისად, ასეთი უკანონოდ ამოქმედებული აეროპორტიდან ფრენაზე ნებართვა არ და ვერ იქნება გაცემული საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ“,- ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics