06:08 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-25 17:19:33, 767 ნახვა

ეკონომიკა
ბათუმში მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, ბათუმში ფიროსმანის ქუჩა N1-ში მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება.

აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „ემ-კვადრატს“ 289 კვ.მ.  ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადასცა.

როგორც "ექსპრესნიუსს" აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურიდან აცნობეს, საინვესტიციო პირობების მიხედვით, 18 თვის ვადაში უძრავ ქონებაზე არანაკლებ 10 000 კვ.მ. ფართის მქონე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა განხორციელდება. ახალაშენებულ კომპლექსში შპს „ემ-კვადრატი“ ობიექტის  მიწისზედა მეორე სართულზე 190 000 დოლარის ღირებულების გარემონტებულ საოფისე ფართს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს.

პრეს-სამსახურის ინფორმაციით, კომპლექსის აშენებიდან ერთი თვის ვადაში კომპანია ასევე იღებს ვალდებულებას აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმისთვის ბათუმში არანაკლებ 150 კვ.მ ფართის მქონე შენობა-ნაგებობით უზრუნველყოფას.  მუზეუმში არსებული ბიბლიოთეკის საარქივო მასალებისა და სხვა მოძრავი ქონების ტრანსპორტირებაც უსასყიდლოდ მოხდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics