|
2025-11-17 13:24:24, 513 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ანტიკორუფციულს, რომელსაც ხურავენ, გარედან თავმოხვეულ, ვითომ შექმნილ ორგანოს უწოდებს
ქართული ოცნების თბილისის მერი კახა კალაძე ანტიკორუფციულ ბიუროს, რომლის დახურვაც დღეს დააანონსდა, "გარდან თავსმოხვეულ, რაღაც დამოუკიდებელ, ვითომ შექმნილ ორგანოს" უწოდებს. "ეს იყო გარედან თავსმოხვეული, რაღაც დამოუკიდებელი, ვითომ შექმნილი ორგანო. რეალურად აღნიშნული მიმართულება შევა აუდიტის სამსახურში. მე უნდა ვაფასებდე [ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობას? ] მე ვერაფერს ვუწუნებ, რა ვიცი. არც ვიცი, რა გითხრათ", - Ipn-ის ცნობით, ეს განცხადება მან ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს დააანონსა ანტიკორუფციული ბიუროსა და მასთან ერთად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გაუქმება. შალვა პაპუაშვილის თქმით, ორივე სამსახური 2026 წლის 2 მარტიდან გაუქმდება და მათი ფუნქციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა. 11 ნოემბერს ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს - მოგვიანებით, თავად რაჟდენ კუპრაშვილმა ეს ინფორმაცია უარყო და თქვა, რომ "სანამ უწყება იარსებებს, ის იქნება ხელმძღვანელი". ქართულმა ოცნებამ ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა 2022 წლის 26 ოქტომბერს დააანონსა. მაშინდელმა იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ ბიურო "ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესაბამისად, ამ გეგმის მე-4 პუნქტის შესასრულებლად" შექმნეს. ანტიკორუფციული ბიუროს მიზანი - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულების ზედამხედველობის გაწევა იყო.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)