08:33 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-04 12:55:30, 497 ნახვა

პოლიტიკა
არქიმანდრიტ დოროთეს შემდეგ, საპატრიარქოში არქიმანდრიტი ილია თოლორაია დაიბარეს

არქიმანდრიტი ილია თოლორაია ამბობს, რომ 5 ნოემბერს, 13:00 საათზე საპატრიარქოში დაიბარეს. ის ამბობს, რომ აპირებს მისვლას და მზადაა, ყველა იმ კითხვას გასცეს პასუხი, რომელიც მასთან მიმართებით აქვთ.

არქიმანდრიტი საპატრიარქოში დაბარებას მეუფე შიოსთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკავშირებს.

"გუშინ დამირეკა მამა მიქაელმა, ბოტკოველმა და მითხრა, რომ ოთხშაბათს, პირველ საათზე, მეუფე შიოს, მეუფე თეოდორეს უნდათ შენთან გასაუბრება. სავარაუდოდ, დაბარებული ვარ იმაზე, რომ მეუფე შიოზე ვთქვი სიტყვა ეგზარქოსი. თვითონ სიტყვა ეგზარქოსი მმართველს ნიშნავს, არის ეპისკოპოსი, უბრალოდ, ეპისკოპოსი, რომელიც რუსეთის მხარეს დგას. უბრალოდ, მე ჩემს სიტყვებს არ ვიბრუნებ.

ეს მე ვთქვი იმიტომ, რომ როდესაც მე დავინახე ქუჩაში ახალგაზრდებს, ჟურნალისტებს, ქალებს, ბიჭებს, მოხუცებს სცემდნენ, ასისხლიანებდნენ და მეუფისგან ერთი სიტყვა არ გამიგია, რომ ნუ აკეთებთ ამას... ვინ იყვნენ ეს ახალგაზრდები, რომლებიც გამოსულები იყვნენ? გამოსულები იყვნენ რუსეთის საწინააღმდეგოდ. ერთი სიტყვა არ გამიგია მეუფისგან, რომ რუსეთი ოკუპანტია და რუსეთი საქართველოს მტერია.

სად დგახართ, მეუფევ? რუსეთის მხარეს თუ საქართველოს მხარეს? მე ამაზე პასუხს ვაგებ", - ამბობს ის TV პირველთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics