20:41 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-21 15:39:59, 1010 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: არცერთი ჟურნალისტი არაა დაჭერილი, ეს ორი არის ჩვეულებრივი პარტაქტივი

ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე ფორმულას ჟურნალისტებსა და წამყვანებს - ვახო სანაიასა და ქეთა ციცქიშვილს, რომლებსაც სასამართლომ, გზის გადაკეტვის მიზეზით, 6 და 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა, "პარტაქტივს" უწოდებს.

ოცნების პრემიერი ირწმუნება, რომ საქართველოში "არცერთი ჟურნალისტი არ არის დაჭერილი" და ამტკიცებს, რომ ქეთა ციცქიშვილისა და ვახო სანაიას წინააღმდეგ სასჯელი - "უაღრესად, ზე პროპორციულია".

"არცერთი ჟურნალისტი არ არის დაჭერილი. თქვენ იცით, რომ ეს ორი ადამიანი არის ჩვეულებრივი პარტაქტივი. ეს ადამიანები კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობდნენ, როგორც პარტაქტივი, არა როგორც ჟურნალისტები. რაც უნდათ, ის გამოხატონ, მაგრამ კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობა ისჯება შესაბამისი კანონით. ქუჩა გადაკეტეს 50 კაცით. როგორ შეიძლება, 50-მა კაცმა გადაკეტოს ქუჩა, ხომ? ეს არის კანონდარღვევა. უაღრესად პროპორციულია [სასჯელი], ზე პროპორციულია", - ამბობს ირაკლი კობახიძე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics