01:34 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-05 11:28:41, 1264 ნახვა

პოლიტიკა
ცესკოს მონაცემებით, ოცნების მერობის კანდიდატებმა 25 ოლქში ხმების 100% აიღეს

ცესკოს მონაცემებით, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნების მერობის კანდიდატებმა 25 ოლქში ხმების 100% აიღეს, აღნიშნულ ოლქებში კენჭს მხოლოდ ოცნების წარმომადგენლები იყრიდნენ.

ხმების 100%, ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოცნებამ შემდეგ ოლქებში აიღო: საგარეჯო, გურჯაანი, დედოფლისწყარო, ყვარელი, თიანეთი, გარდაბანი, დმანისი, წალკა, თეთრიწყარო, ახალციხე, ადიგენი, ასპინძა, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ონი, ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი, მესტია, საჩხერე, ბაღდათი, ვანი, ტყიბული, აბაშა და მარტვილი.

ასევე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 64-ვე მუნიციპალიტეტში ქართული ოცნების მერობის კანდიდატი იმარჯვებს. 

4 ოქტომბერა დიდი და თვითმმართველი ქალაქებიდან ყველაში ამომრჩეველთა აქტივობა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა წინა თვითმმართველობის არჩევნებს.

აქედან 5-ში აქტივობა ჩამოუვარდება როგორც 2021 ისე 2017 წლების არჩევნებს.

ტაბულა აქტივობათა შედარებას გთავაზობთ:

  1. თბილისი: 2025 - 31.08%, 2021 - 49.1%, 2017 - 43.4%;
  2. ქუთაისი: 2025 - 32.51%, 2021 - 44.53%, 2017 - 35.36%;
  3. რუსთავი: 2025 - 35.93%, 2021 - 48.7%, 2017 - 38.66%;
  4. ზუგდიდი: 2025 - 31.84%, 2021 - 43.9%, 2017 - 37.99%;
  5. ბათუმი: 2025 - 38.05%, 2021 - 52.36%, 2017 - 36.37%;
  6. ფოთი: 2025 - 39.64%, 2021 - 52.01%, 2017 - 45.06%.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics