09:07 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-30 15:49:05, 771 ნახვა

პოლიტიკა
ჩეხეთმა არასამთავრობოების საქმის პროკურორი და რამდენიმე მოსამართლე დაასანქცირა

 ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დასანქცირებული „საქართველოს რეჟიმის ხუთი წარმომადგენელი  – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, სამი მოსამართლე და ერთი პროკურორი“.

ჩეხეთის საგარეო უწყების განცხადებით, დასანქცირებული პირები პასუხისმგებელი არიან 2024-25 წლებში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების სასტიკ დარბევაზე.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ დემოკრატიულ და თავისუფალ საქართველოს“, – აცხადებს ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ჩეხეთის მიერ სანქციები დაუწესდათ:

  • შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, რომელმაც, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საჯაროდ დაიცვა ძალის გამოყენება და ძალადობა მომიტინგეების წინააღმდეგ.
  • მოსამართლე კობა ჩაგუნავა,
  • მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი,
  • მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია,
  • პროკურორი ლაშა კოტრიკაძე.

იანვრის ბოლოს ჩეხეთმა ასევე დაასანქცირა სპეციალური დავალებათა დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილე მირზა კეზევაძე. ასევე საპატრულო პოლიციის მაშინდელი უფროსი ვაჟა სირაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics