|
2025-09-29 15:13:01, 819 ნახვა
პოლიტიკა
ფედერალისტებმა ნარკოპოლიტიკის საკუთარი პროგრამა წარადგინეს
პარტია ფედერალისტებმა ნარკოპოლიტიკის საკუთარი ხედვის პრეზენტაცია გამართეს, რომელიც პროფესორმა, ნარკოლოგმა ზურა სიხარულიძემ წარადგინა. ზურა სიხარულიძე პარტიას შემოუერთდა და სწორედ ის იქნება ნარკოპოლიტიკის რეფორმის კოორდინატორი. ფედერალისტების ნარკოპოლიტიკის ხედვა ნარკოდამოკიდებულ მოქალაქეებთან მიმართებით სამედიცინო ზრუნვის კომპონენტის გაძლიერებას და შემაკავებელი ეფექტის არსებობისთვის, რეპრესიული ზომების მხოლოდ მას შემდეგ გამოყენებას ემყარება, რაც სახელმწიფოს ალტერნატიული ზომები უკვე გამოყენებული ექნება. პროგრამა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ გამოცდილებას ითვალისწინებს, თუმცა ის არ წარმოადგენს არცერთი მოდელის კოპირებას, რადგან ის სპეციფიკურად საქართველოში არსებულ კონტექსტს და ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს პასუხობს. "ჩვენი ხედვა არის აბსოლუტურად განსხვავებული რაც დღეს და ზოგადად 30 წლის განმავლობაში ხდებოდა და მგონია, რომ საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის თუ როგორ ვხედავთ ამ პრობლემის გადაჭრის გზებს და რა არის მთავარი ამოცანები, რომელიც უნდა დასახოს ქვეყანამ იმისათვის, რომ მოხდეს პრობლემის გარკვეულწილად მოგვარება შეიძლება არა, მაგრამ სტაბილიზირება".- აცხადებს ზურა სიხარულიძე.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)