12:47 - 10 Apr, 2026
|
2025-09-17 11:23:44, 3297 ნახვა
სამართალი
სამართალდამცველებმა 2004 წლიდან ძებნილი პირი აეროპორტში დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ერთობლივი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული, ძებნილი ი.ა. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებული სამართალდამცველების მიერ 2004 წლიდან იძებნებოდა ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისა და სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენის ბრალდებით. სამართალდამცველებმა მსჯავრდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მაშინ დააკავეს, როდესაც ის საზღვრის კვეთას სხვის სახელზე გაცემული პასპორტით ცდილობდა. ბრალდებული უკვე გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)