16:58 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-02 14:34:50, 1066 ნახვა

კომენტარი
ლევან მახაშვილი - იმედი მაქვს, რომ ბრიუსელი არ დაუშვებს კიდევ ერთ შეცდომას

ყველაფერი მიუთითებს მხოლოდ ერთ რამეზე, რომ ობიექტური შეფასებით, საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მქონე ყველა სახელმწიფოსთან შედარებით ერთ-ერთი საუკეთესოა, როდესაც საქმე ეხება უვიზო მიმოსვლის სისტემის გამართულად ფუნქციონირებას და ევროკავშირის მოქალაქეების უსაფრთხოებას. საქართველო არათუ საფრთხეს უქმნის ვინმეს, არათუ საფრთხეს ქმნის და ხელს უწყობს რაიმე ტიპის პრობლემებს, არამედ პირიქით, მედგრად დგას და ამაგრებს ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარს და პირნათლად იცავს თავის ვალდებულებებს", - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ლევან მახაშვილის თქმით, უვიზო რეჟიმი ხელისუფლებამ მოიპოვა და დღემდე ინარჩუნებს მას საქართველოს მოსახლეობისთვის.

„თუკი ვინმეს დღეს უვიზო რეჟიმის შენარჩუნება სურს, ეს, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ხელისუფლებაა. მაშინ, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები კარდაკარ დარბოდნენ სხვადასხვა დედაქალაქში, საქართველოს ხელისუფლებამ მოიპოვა ეს სარგებელი და დღემდე ინარჩუნებს მას საქართველოს მოსახლეობისთვის. თუკი ვინმეს სურს უვიზო რეჟიმის დაკარგვა, ეს, უპირველეს ყოვლისა, ქუჩის ოპოზიციაა, რომელიც უვიზო მიმოსვლას უყურებს როგორც პოლიტიკური ომის ინსტრუმენტს და საზოგადოების დაყოფის შესაძლებლობას. იმედი მაქვს, რომ ბრიუსელი არ დაუშვებს კიდევ ერთ შეცდომას და არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც თვითზიანის მეტს ევროკავშირს არაფერს მოუტანს. ჩვენ გვჯერა პატივისცემაზე დამყარებული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის, რომელიც საერთო ინტერესებს ემყარება და არა შანტაჟს და იძულებით ღონისძიებებს", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
ერთი პირი სტუმრად ყოფნისას შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა, ორმა მამაკაცმა ცხედარი ტყეში დამალეს და მიიმალნენ
აქედან არ გავალთ,- ოჯახები, რომლებსაც საკუთრებას ჩამოართმევენ
ყველაზე მასშტაბური გუნდური ოლიმპიადა საქართველოში - როგორია საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM ოლიმპიადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics