12:20 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-11 21:51:12, 35134 ნახვა

Lifestyle
ქართველი მსახიობი ჰოლივუდურ ფილმში ითამაშებს

თორნიკე გოგრიჭიანი ამერიკული ფილმის „მატჩის ყუთის“ ერთ-ერთ მსახიობად დასახელდა. ფილმი Apple TV პლატფორმაზე 2026 წელს გამოვა.

დეტალები. გოგრიჭიანის კოლეგები ცნობილი მსახიობები იქნებიან, მათ შორის ჯონ სინა. IMDB-ის ცნობით, ქართველი მსახიობი ისტბრუკის სახელით ცნობილი პერსონაჟის როლს შეასრულებს. უფრო დეტალური ინფორმაცია ჯერ არ არის მოძიებული.

ფილმი. მის შესახებაც მცირე დეტალებია ხელმისაწვდომი. Variety-ის ცნობით, ფილმი ბავშვობის მეგობრების ჯგუფის ისტორიას მოგვითხრობს. მათ გლობალური კატასტროფის შეჩერება და ამავდროულად მეგობრობის ხელახლა პოვნა მოუწევთ.

თორნიკე გოგრიჭიანი. მან მონაწილეობა მიიღო მრავალ ცნობილ ქართულ პროექტში. ასევე ითამაშა ამერიკულ ფილმებში, მათ შორის „ექსტრაქცია 2“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics