2025-07-31 00:07:55, 3525 ნახვა
საზოგადოება
1 აგვისტოდან, თბილისში 1340 ახალი ზონალური საათობრივი პარკირების ადგილი გაიხსნება.
1 აგვისტოდან, თბილისში 1 340 ახალი ზონალური-საათობრივი პარკირების ადგილი დაინერგება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„1 აგვისტოდან ზონალ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება მთაწმინდის რაიონში, ვაზისუბნისა და ბაგების მიკრორაიონებში, დიდი დიღმის ნაწილში და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე.
შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის პარკირება უფასოა. ამისათვის თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ თქვენი ავტომობილი სისტემაში, რის შემდეგაც თქვენ შეძლებთ თქვენი საცხოვრებელი ადგილიდან 100 მეტრის რადიუსში უფასოდ გააჩეროთ ორამდე ავტომობილი. ყველა სხვა შემთხვევაში, პარკირების ღირებულება საათში 1 ლარი იქნება“, - განაცხადა კალაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,