04:42 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-16 13:11:53, 1150 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე მოქალაქეებს ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამით სარგებლობისკენ მოუწოდებს

თბილისის მერი კახა კალაძე მოუწოდებს მოქალაქეებს, ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ჩანაცვლების პროგრამით ისარგებლონ.

როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მუნიციპალიტეტი იღებს პასუხისმგებლობას, რომ პროგრამის ფარგლებში ახალი კორპუსების მშენებლობა ბოლომდე იქნება მიყვანილი.

„მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ყველა იმ ოჯახს, ადამიანს, ვინც ავარიულ კორპუსებში ცხოვრობს - გამოიყენეთ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა, რომელიც წარმოდგენილია მუნიციპალიტეტის მხრიდან. ჩვენ ისტორიული უბნებისთვის ასევე გვაქვს წარმოდგენილი პროგრამა, სადაც ინვესტორების ჩართულობით, იქ მცხოვრებ ადამიანებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ მოხდეს იმ ავარიული საცხოვრებელი ფართების მოწესრიგება, განახლება-რეაბილიტაცია. კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობები ჩვენთვის ძვირფასია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობების აღდგენა-რეაბილიტაციას „თბილისის განვითარების ფონდი“ ახორციელებს, რომელიც

უახლოეს მომავალში ინგოროყვასა და სულხან-საბას ქუჩების განახლებას დაიწყებს.

 

„გარდა ამისა, გვაქვს ჩანაცვლების პროგრამა და მოგიწოდებთ, გამოიყენეთ, ისარგებლეთ მისით. ჩვენ ცუდს არაფერს გთავაზობთ, ნუ გეშინიათ, ყველანაირად გვერდით გიდგავართ. მუნიციპალიტეტი, სახელმწიფო სტრუქტურები არის თქვენს უკან და ყველანაირ პასუხისმგებლობას იღებს, რომ ეს სამშენებლო სამუშაოები დასრულებული იქნება. თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა, უსაფრთხო პირობებში გააგრძელოთ ცხოვრება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics