11:02 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-11 11:41:52, 1704 ნახვა

სამართალი
პირი რომელიც ორმა ინსტაციამ უდანაშაულო სცნო უზენაესმა სასამართლომ მკვლელობაში დაადანაშაულა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე თელავის რაიონული და თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენებით გამართლებული პირი დამნაშავედ ცნო და 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 30 აპრილს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, მოკვლის მიზნით, დაზარალებულს დანით სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.

დანაშაულის ჩამდენ პირს პროკურატურამ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარუდგინა.

თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენით ბრალდებული გამართლდა. აღნიშნული განაჩენი უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა და განაჩენი ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა.

უზენაესმა სასამართლომ საქართველოს პროკურატურის საჩივარი სრულად დააკმაყოფილა და ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics