|
2025-07-08 00:15:46, 1895 ნახვა
პოლიტიკა
OSCE/ODIHR ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) განცხადებით, შემაშფოთებელია კანონმდებლობა, რომელიც სულ უფრო მეტად ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას და ხელს უწყობს მშვიდობიანი მომიტინგეების დაკავებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას. მათივე განმარტებით, შემაშფოთებელია პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებები. ამასთან, ეუთო/ოდირი განსაკუთრებული შეშფოთებით აღნიშნავს ბოლო თვეებში ათობით მომიტინგეს დაპატიმრებასა და სამართლიანი სასამართლოს სტანდარტების დაუცველობას. ასევე, ხაზს უსვამს ადამიანის უფლებათა დამცველებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე გაზრდილ ზეწოლას. “ჩვენ ღრმა შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის, ოპოზიციური პოლიტიკოსების ბოლოდროინდელი დაპატიმრებებსა და გასამართლებას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააუქმოს ბოლო დროს მიღებული კანონმდებლობა, რომელიც ხელს უშლის სამოქალაქო საზოგადოების ლეგიტიმურ საქმიანობას. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. სინანულს გამოვთქვამთ საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული განზრახვის გამო – არ მოიწვიოს ოფისი ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად, რაც ბოლო ორი ათწლეული განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკიდან გადახვევაა. ეუთო/ოდირი კვლავ ერთგულად უჭერს მხარს საქართველოს ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაში და ვიმედოვნებთ, რომ გავაგრძელებთ ჩვენს ხანგრძლივ თანამშრომლობას როგორც საქართველოს ხელისუფლებასთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ხელი შევუწყოთ დემოკრატიული მმართველობისა და ადამიანის უფლებების გაძლიერებას.”- წერია განცხადებაში “ქართული ოცნების” პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე 18 ივნისს დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოცნება არ აპირებს, თვითმმართველობის არჩევნებისთვის ეუთო/ოდირის მოწვევას. კობახიძე ამტკიცებს, რომ ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მოწვევის პრაქტიკა ზოგადად არ არსებობს და ეს მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებს ეხება. იგი ასევე ირწმუნება, რომ “ქართული ოცნება” თვითმმართველობის არჩევნებს ჯანსაღ გარემოში ჩაატარებს.
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)