17:45 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-30 20:59:44, 1490 ნახვა

საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო - საქართველოს სანაპირო წყლებში ზღვის ბიომრავალფეროვნებისთვის ან ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში სახეობები არ დაფიქსირებულა

გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ინფორმაცია საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში საშიში სახეობების არსებობის შესახებ სიმართლეს არ შესაბამება.

მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის აკვატორიაში მუდმივ რეჟიმში ახორციელებს ზღვის ბიომრავალფეროვნების, მათ შორის იქთიოფაუნის კვლევას და მონიტორინგს.

„ამ დრომდე საქართველოს სანაპირო წყლებში ზღვის ბიომრავალფეროვნებისთვის ან ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში სახეობები არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში საშიში სახეობების არსებობის შესახებ სიმართლეს არ შესაბამება.

მოვუწოდებთ ყველას, ვინც მიზანმიმართულად ან უნებურად ცდილობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან”,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics