|
2025-05-27 19:52:48, 1138 ნახვა
სამართალი
The Guardian - გიორგი ბაჩიაშვილი აბუ დაბიში, ადვოკატთან შეხვედრისას დააკავეს
ბაჩიაშვილის მეგობრების თქმით, ის აბუ დაბიში, Jumeirah Beach-ის სასტუმროში ადგილობრივ ადვოკატთან შესახვედრად ჩავიდა. ის სასტუმროს ფოიეში ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის დაახლოებით რვა წევრისგან შემდგარმა ჯგუფმა დააკავა და დუბაის პოლიციაში გადაიყვანა - ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Guardian ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციითვე, ბაჩიაშვილს უფლება მისცეს ოჯახისთვის დარეკა და დაკავების შესახებ ეცნობებინა. რობერტ ამსტერდამმა, ბაჩიაშვილის ადვოკატმა განაცხადა: „მისი დაპატიმრება სრულიად მოულოდნელი იყო. მას ადგილობრივი ადვოკატი ჰყავდა; ადგილობრივი გუნდი და, როგორც ჩანს, მათთან თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდა. როგორც ჩანს, ის უბრალოდ დააკავეს და შემდეგ მაშინვე თვითმფრინავში ჩასვეს". დღეს დილით, სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი ბაჩიაშვილი წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)