14:35 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-28 13:17:42, 417 ნახვა

ეკონომიკა
თიბისიში, ბიზნესსესხის აღება 2 წუთში, ყველანაირი დოკუმენტაციის გარეშეა შესაძლებელი

თიბისიში ბიზნესსესხის აღების პროცესი კიდევ უფრო გამარტივდა. დღეიდან, ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, სესხი 2 წუთში, ბიზნეს ინტერნეტ ან მობაილბანკიდან აიღონ და ამისათვის დამატებითი პროცედურების გავლა, მათ შორის, დოკუმენტაციის წარდგენა აღარ არის საჭირო.

ბიზნესესხით სარგებლობის პროცესი ძალიან მარტივია. ამისათვის, მომხმარებელმა ბიზნეს ინტერნეტ ან მობაილბანკში, შეთავაზებების კატეგორიაში,  საკრედიტო ლიმიტის თანხა და სესხის პირობების შესახებ ინფორმაცია უნდა გადაამოწმოს. პროდუქტით სარგებლობის სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელმა განაცხადი ონლაინ უნდა შეავსოს და დაელოდოს სესხის დამტკიცების შესახებ ბანკის გადაწყვეტილებას, რომლის ნახვა განაცხადის შევსებიდან 2 წუთში,  ბიზნეს ინტერნეტ/მობაილბანკშივეა შესაძლებელი.

ბიზნესესხით სარგებლობა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებს, ასევე იურიდიულ და ინდ. მეწარმეებს შეუძლიათ.  სესხის მაქსიმალური მოცულობა 7 მლნ ლარს შეადგენს. დაფარვის მაქსიმალური ვადა- 180 თვეს,  ხოლო სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 14.54% -დან იწყება.

იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესმომხმარებელს საკრედიტო ლიმიტი წინასწარ არ აქვს დამტკიცებული, ღილაკზე  - „ზარის მოთხოვნა“ დაჭერით, შესაძლებლობა აქვს, თიბისის კონტაქტ ცენტრს დაუკავშირდეს. ადგილზე ვიზიტისა და ბიზნესის ფინანსური ანალიზის შემდეგ, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, ისარგებლოს პროდუქტით.

ბიზნესესხისა და მისი პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია თიბისი ბიზნესის ცხელ ხაზზე:  2 27 27*3





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics