14:37 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-22 11:54:15, 742 ნახვა

ეკონომიკა
I კვარტალში ექსპორტი 5.7%-ით გაიზარდა - მთავარი საექსპორტო პარტნიორი კვლავ ყირგიზეთია

2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 მლრდ 618 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.1 %-ით მეტია. აქედან ექსპორტი 1.4 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 5.7%-ით), ხოლო იმპორტი 4.2 მლრდ აშშ დოლარს (გაიზარდა 20.1%-ით).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარ-მარტში, 2.8 მლრდ აშშ დოლარი იყო, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50.1 პროცენტია.

საქსტატის ცნობით,2025 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა
საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.1% შეადგინა. აღნისანიშნია, რომ პირველ კვარტალში ექსპორტის დადებითი დინამიკის ერთ-ერთი მიზეზი კვლავ ცენტრალური აზიის ქვეყნებში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტია.

უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (298.6 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (176.2 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (140.3 მლნ. აშშ დოლარი).

საექსპორტო TOP-5 კი ასე გამოიყურება:

  1. ყირგიზეთი - 298 მლნ აშშ დოლარი [ზრდა 26.6%];
  2. ყაზახეთი - 176.2 მლნ აშშ დოლარი [ ზრდა 19.8%];
  3. აზერბაიჯანი - 140.3 მლნ აშშ დოლარი [ზრდა 4.3%]
  4. რუსეთი - 129.9 მლნ აშშ დოლარი [ კლება 19.2%];
  5. სომხეთი - 113.7 მლნ აშშ დოლარი [კლება 10.2%];

2025 წლის იანვარ-მარტში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 500.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 35.7%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები 54.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 3.95), ხოლო მესამე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 53.0 მლნ. აშშ დოლარით (3.8%).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics