14:33 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-14 15:32:10, 689 ნახვა

ეკონომიკა
თიბისის და დიდი ბრიტანეთის საელჩოს განათლების ერთობლივი პროგრამები კიბერუსაფრთხოებში

თიბისიმ, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან პარტნიორობით კიბერუსაფრთხოების მიმართულებით განათლების არაერთი პროექტი განახორციელა. კიბერუსაფრთხოების პროგრამები მიზნად ისახავდა საქართველოში ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლებას და მონაწილეების პროფესიონალური უნარ-ჩვევებით აღჭურვას. 

ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით, თიბისი IT აკადემიამ, WIC ინიციატივის ფარგლებში ორი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა: 

TBCxWIC - Cybersecurity & SOC Fundamentals — პროექტი მიზნად ისახავდა ახალი შესაძლებლობების შექმნას ქალებისთვის, რომელთაც სურთ კარიერული განვითარება კიბერუსაფრთხოების სფეროში. ინტენსიური ბუთქემფ ფორმატის ტრენინგები ჩატარდა თიბისი IT აკადემიაში, სადაც 15 მონაწილემ სფეროს წამყვან ექსპერტებთან ერთად მიიღო, როგორც თეორიული ცოდნა, ისე პრაქტიკული გამოცდილება. 

TBCxWIC Advanced CyberSecurity — პროექტის ფარგლებში შემუშავდა ინტენსიური პროგრამა, რომელიც განკუთვნილი იყო ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის. მიღებული ცოდნა კი უზრუნველყოფს მათ სიღრმისეულ ჩართულობას კიბერუსაფრთხოების გუნდებთან ყოველდღიურ საქმიანობაში. პროექტი წარმატებით დაასრულა 24-მა მონაწილემ. 

აღსანიშნავია, რომ TBCxWIC თანამშრომლობით, ასევე დაიწყო სტაჟირების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, კურსდამთავრებულთა ნაწილმა უკვე დაიწყო სტაჟირება თიბისიში  და სხვა საფინანსო ინსტიტუციაში. 

 „თიბისი IT აკადემიამ, 5 წლის განმავლობაში, არაერთი პროგრამა განახორციელა საქართველოში ციფრული უსაფრთხოების, ცნობიერების ამაღლებისა და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერების კუთხით. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პარტნიორის ყოლა როგორიც საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოა. ერთობლივი პროგრამები, საშუალებას გვაძლევს, უზრუნველვყოთ კიბერუსაფრთხოების სფეროში განათლების, ცოდნისა და უნარების განვითარების შესაძლებლობა. განსაკუთრებით, კი ქალების ჩართულობა  ტექნოლოგიურ და კიბერუსაფრთხიების მიმართულებებში" — თათა ანჯაფარიძე, თიბისი IT აკადემიის ლიდი. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics