03:13 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-06 14:13:45, 886 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში იმყოფება რუსი პროპაგანდისტი, რომელმაც დაარღვია კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ

საქართველოში ამჟამად იმყოფება რუსი პროპაგანდისტი ქსენია ბოროდინა, რომელმაც კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ დაარღვია.

ქსენია ბოროდინა არის ტელეწამყვანი, პუტინის ინიციატივების მხარდამჭერი- 2018 წელს, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს იყო მოძრაობა Putin Team-ის წევრი.

ბოროდინა ყირიმის ანექსიის შემდეგ ყირიმშიც ჩადიოდა.

2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ბოროდინა მობილიზებულები რუსეთის მოქალაქეებისთვის ამუნიციის შესყიდვით დაკავდა და ასე მხარი დაუჭირა რუსეთის მიერ დაწყებულ ომს უკრაინაში. 2022 წლის მაისში, ბოროდინა დასასვენებლად ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ამავე წლის ნოემბერში თბილისში ჩამოვიდა. ამ მგზავრობის შემდეგ განაცხადა, რომ არ იცის, რა კანონი დაარღვია, რადგან საზღვარზე მისთვის არავის არაფერი უკითხავს.

ამჟამად, 2025 წლის აპრილში, ბოროდინა კახეთში ისვენებს. ისევ უპრობლემოდ შემოვიდა ქვეყანაში და ისევ არ არის შსს-ს მხრიდან რეაგირება. - წერს მოქალაქე ფეისბუქზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics