01:12 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-01 12:51:30, 765 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბუღალტრული პროცესების გაციფრულებაზე ვორკშოპი გაიმართება

საქართველოს ბანკი, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, რეგულარული ბიზნეს-ღონისძიებების სერიის მორიგი შეხვედრა გაიმართება, სადაც Fas Group-ის დამფუძნებელი, ნათია სხვიტარიძე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ბუღალტრული პროცესების გაციფრულებაზე დეტალებს გააცნობს.

ვორკშოპის მონაწილეები ისწავლიან, როგორ უზრუნველყონ სტაბილური შემოსავლები და ეფექტურად მართონ ხარჯები; გაეცნობიან ბუღალტრული აღრიცხვის თანამედროვე მეთოდებს და ტექნოლოგიებს; აღმოაჩენენ, როგორ ხდება აღრიცხვა და დეკლარირება მარტივად, Fas Group-ის ახალი პროდუქტის დახმარებით და სხვა.

შეხვედრა 2 ნაწილისგან შედგება:

  • I ნაწილში ნათია ისაუბრებს ორგანიზაციებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: ფინანსური მდგრადობა, შემოსავლების სტაბილურობა, ხარჯების ოპტიმიზაცია, ეფექტური ფინანსური დაგეგმვა, რისკების მართვა და ა.შ.
  • II ნაწილში კი სპიკერთან ერთად დამსწრეები განიხილავენ მცირე მეწარმეების საჭიროებებს როგორც სააღრიცხვო, ისე საგადასახადო თვალსაზრისით. გაეცნობიან საკანონმდებლო სიახლეებს და Fas Group-ის ახალ პროდუქტს.

ღონისძიება  2 აპრილს 16:00-დან 18:00 საათამდე, საქართველოს ბანკის ბიზნეს სივრცეში, 4B-ში, ა. ყაზბეგის გამზ. №15-ში გაიმართება. მონაწილეობის მისაღებად  მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ბმულზე.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics