13:32 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-18 18:07:32, 710 ნახვა

სამართალი
სასამართლომ, ადმინისტრაციულ საქმეზე მზია ამაღლობელს სახდელის სახით 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოცემა „ბათუმელებისა“ და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარის ოდენობით ადმინისტრაციული სახდელი დააკისრა.

გადაწყვეტილება მოსამართლემ სალიხ შაინიძემ მიიღო.

გადაწყვეტილებას შეძახილები: “უსამართლო სასამართლო”, “ხალხის ძალის გეშინოდეს” და ხმაური მოჰყვა.

სხდომას მზია ამაღლობელის ოჯახის წევრები, კოლეგები და მხარდამჭერები ესწრებოდნენ. ასევე, დღევანდელ სხდომას საელჩოების წარმომადგენლებიც ესწრებიან.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით, დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს სისხლის სამართლის წესით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics