2025-03-18 16:18:33, 676 ნახვა
საზოგადოება
ბათუმის თეატრის მსახიობს ხელფასი 6 თვით შეუწყვიტეს
ბათუმის დრამატულმა თეატრმა, სამხატვრო ხელმძღვანელის, ნუკრი ქანთარიას ბრძანების საფუძველზე, მსახიობ მეგი კობალაძეს 6 თვით ხელფასი შეუწყვიტა.
“6 თვით შემიჩერა ხელფასი. განმარტებაში წერს (სამხატვრო ხელმძღვანელი) რომ გახსნისთანავე არ წარვადგინე ბიულეტენი. ბატონო ნუკრი, ჩემო საყვარელოო, სანამ არ დაიხურება ბიულეტენი არ გაძლევენ. ხო დავხურე 13 მარტს და მოგართვი?
ამით კიდევ ერთხელ ადასტურებ თუ რაოდან მნიშვნელოვანი პერსონა ვარ მე შენთვის :))) ასეც ვიცოდი,” - წერს სოციალურ ქსელში მეგი კობალაძე.
ცნობისთვის, ნუკრი ქანთარია მსახიობებმა პოლიტიკურ დევნაში აქამდეც არაერთხელ ამხილეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,