06:06 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-27 12:28:37, 547 ნახვა

სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ათამდე აქტივისტის საქმე განიხილება

მიხეილ ყაველაშვილისთვის წითელი ბარათის ჩვენების გამო, შესაძლოა, იუმორისტი ქართლოს ნატროშვილი და სხვა აქტივისტები 500 ლარით დააჯარიმონ.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნატროშვილის და ათამდე აქტივისტის საქმეზე მოსამართლე კობა ჩაგუნავა მსჯელობს. ნაწილს 29 დეკემბერს ე.წ. ინაუგურაციის დღეს, რუსთაველის გამზირზე ყაველაშვილისთვის წითელი ბარათის ჩვენებას, ნაწილს კი გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან.

ეს სასამართლო აერთიანებს ათამდე საქმეს რაც არის წარმოუდგენელი ამ პატარა დარბაზში. ხალხს იმის საშუალებასაც არ აძლევენ, რომ მშვიდ გარემოში დასხდნენ. სასამართლოს ამ ადამიანების ბედი არ აინტერესებთ", - ამბობს ადვოკატი ლაშა ტყეშელიაძე. 

ირკვევა, რომ ქართლოს ნატროშვილის სახლში უკვე ორი ხუთი ათას ლარიანი ჯარიმა უკვე მიუვიდა.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics