06:44 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-27 11:26:09, 532 ნახვა

საზოგადოება
ჩოხატაურში რამდენიმე სოფელი კვლავ გარესამყაროსაა მოწყვეტილი და მოსახლეობასთან კომუნიკაცია ვერ ხერხდება

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის, ბაჩო ახალაძის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილი ამ დრომდე გარე სამყაროსაა მოწყვეტილი.

მისივე ცნობით, მოსახლეობას გამოელია საკვები და ისინი დახმარებას ითხოვენ, თუმცა, იმის გამო, რომ გზები გაწმენდილი არ არის, მათთან მისვლა ვერ ხერხდება.

„ამ წუთის მონაცემებით გარე სამყაროს არის მოწყვეტილი სურების მხარე, ეს იქნება: ვანი, შუა სურები, ზემო სურები - გზა არ არის გაწმენდილი. მოგეხსენებათ ძალიან მაღალმთიანი ზონაა და იქ მყოფი ადამიანები ითხოვენ შველას. ასევე, არის სოფელი სამება, სადაც ურთულესი მდგომარეობაა. ასევე, სოფელ კალაგონში არიან მოხუცები ჩარჩენილი. მძიმე სიტუაციაა კოხნარსა და ზემო ხეთშიც. არცერთ სოფელში შიდა საუბნო გზა გაწმენდილი არაა. საკვების და მედიკამენტების პრობლემაც არის, რადგან ოჯახებს მარაგი უკვე ამოეწურათ. მოგეხსენებათ, ყველა სოფელში ჰყავთ პირუტყვი და მათთვისაც საკვები გამოელიათ, ვერ იღებენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას. არიან ადამიანები, რომლებთანაც კომუნიკაციას ვერ ვამყარებთ, რადგან ელექტროენერგია უკვე მერამდენე დღეა არ მიეწოდებათ. რაც მე ვიცი დაზიანებულია სამი სახლი. ახლა არ თოვს, მაგრამ თუ გაწვიმდა, სახურავებს 2 მეტრიანი თოვლის საფარი ადევს და არ გამოვრიცხავ, სახურავები ჩამოინგრეს. ამიტომ დროულად არის ზომები მისაღები. ჯარი არის ჩართული გაწმენდით სამუშაოებშიო, მაგრამ მე ამ ეტაპზე ჩოხატაურში ვერ ვხედავ, სად გადაადგილდებიან საინტერესოა“, - განაცხადა ბაჩო ახალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics